Georgian films Dede and Scary Mother (Sashishi Deda) were tonight named major winners at the Asia Pacific Screen Awards (APSA) ceremony in Brisbane, Australia.
In 2017 films from Georgia and Russian Federation lead the winner tally, winning three APSAs each. This marks the first ever APSA win for Georgia in the 11-year history of the event. Films from Australia, India and Russian Federation have won two APSAs each.
The Asia Pacific Screen Awards, the regions highest accolade in film, honours the cinematic excellence and cultural diversity of the world’s fastest growing film region: comprising 70 countries and areas, 4.5 billion people, and is responsible for half of the world’s film output. 42 films from 25 countries and areas of the Asia Pacific region received APSA nominations in 2017.
The Cultural Diversity Award under the patronage of UNESCO was awarded to Dede (Georgia, Croatia, Netherlands, Qatar, United Kingdom), filmed on location in the historic UNESCO World Heritage province of Svaneti and directed by Mariam Khatchvani who accepted the award on the night. Speaking to the heart of what APSA is about, this unique award is for outstanding contribution to the promotion and preservation of cultural diversity through film. The Jury awarded a Special Mention in this category to Lady of the Lake (Loktak Lairembee, India) directed by Haobam Paban Kumar.
In honour of APSA’s founding partnership with UNESCO, it was announced at the Ceremony that Dede will screen at UNESCO’s Paris Headquarters as part of the Intergovernmental Committee meeting on the 2005 Convention on the Protection and Promotion of the Diversity of Cultural Expressions, on Tuesday, December 12, with the filmmakers invited to present the screening. This is the fourth winner in this prestigious category to have such a screening following its win.
Also from Georgia, Scary Mother (Sashishi Deda; Georgia, Estonia) was awarded both the APSA for Best Performance by an Actress for Nata Murvanidze and one of two Jury Grand Prizes presented by the International Jury, to Ana Urushadze for her direction of Scary Mother. Both Nata and Ana were at the ceremony to accept their awards.
President of the APSA International Jury, Oscar® and BAFTA®-nominated film editor Jill Bilcock ACE ASE said ’Our jury from five countries have been transported by cinema into diverse communities and privileged to share in their personal stories, history and traditions. I was particularly impressed by the rise of stories featuring strong women characters and also the emergence of some truly talented female directors. Overall the Asia Pacific region continues to bring us extraordinary stories and talent with a highly original slant.’
Brisbane Lord Mayor Graham Quirk said ’Winning an Asia Pacific Screen Award is a huge achievement and, on behalf of the City of Brisbane, I’d like to congratulate the winners and thank them for sharing their extraordinary stories. Brisbane is honoured to be part of this journey and delighted to further strengthen ties with our neighbours in the culturally rich region of the Asia Pacific.’
During the Ceremony, the Motion Picture Association (MPA) announced the four recipients of the 8th round of the MPA APSA Academy Film Fund, created to support, at script stage, new feature film projects originated by APSA Academy members and their colleagues across Asia Pacific. The fund awards four development grants of US$25,000 annually, and is wholly supported by the MPA. To date, 32 projects have now been funded, with many going into production and garnering success at film festivals around the world.
One of the four 2017 MPA APSA Film Fund recipients is Vladimer Katcharava (Georgia) for Nene.
APSA – Background
The Asia Pacific Screen Awards, based in Brisbane, is supported by Brisbane City Council and managed by its economic development board, Brisbane Marketing. APSA has the privilege of a unique collaboration with Paris-based UNESCO and FIAPF-International Federation of Film Producers Associations, and recognises and promotes cinematic excellence and cultural diversity of the world’s fastest growing film region: comprising 70 countries and areas, 4.5 billion people, and is responsible for half of the world’s film output.
APSA and its Academy is committed to its ongoing collaborations with UNESCO, FIAPF, the European Film Academy (EFA), the Motion Picture Association (MPA), NETPAC (the Network for the Promotion of Asian Cinema), the Asia Pacific Screen Lab (APSL) and Griffith Film School.
ფილმები საქართველოდან გახდნენ გამარჯვებულნი
აზიის წყნარი ოკეანის ფილმების მე-11 დაჯილდოებაზე (APSA)
საქართველოს პირველი გამარჯვება APSA-ზე
– საუკეთესო დოკუმენტური ფილმების პრიზების უმრავლესობა გადაეცემა ქალი რეჟისორების მიერ გადაღებულ ფილმებს
ქართული ფილმები დედე და საშიში დედა ამ საღამოს დასახელებული იქნა აზიის წყნარი ოკეანის ქვეყნების ფილმების დაჯილდოების მთავარ გამარჯვებულად (APSA) ავსტრალიაში, ბრიზბენში.
2017 წელს ფილმები საქართველოდან და რუსეთის ფედერაციიდან იღებენ გამარჯვებულის პრიზებს, თითოეული სამ პრიზს. აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიების არსებობის 11 წლიანი ისტორიის მანძილზე საქართველო პირველად იღებს APSA-ს პრიზს. ავსტრალიის, ინდოეთისა და რუსეთის ფედერაციის ფილმებს მიიღებული აქვთ ორ-ორი პრიზი.
აზიის წყნარი ოკეანის ქვეყნების კინო დაჯილდოება არის რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმების კონკურსი, რომელიც აფასებს კინემატოგრაფიულ ოსტატობას და კულტურულ მრავალფეროვნებას მსოფლიოს ყველაზე სწრაფად განვითარებად რეგიონში, რომელიც მოიცავს 70 სახელმწიფოსა და ტერიტორიას, 4.5 მილიარდ ადამიანს და პასუხისმგებელია ნახევარი მსოფლიოს ფილმების წარმოებაზე. 2017-ში 42 ფილმმა აზიის წყნარი ოკეანის 25 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან მიიღო APSA ნომინაცია.
იუნესკოს პატრონაჟით კულტურული მრავალფეროვნების პრიზი გადაეცა ფილმს „დედე“ (საქართველო, ხორვატია, ნიდერლანდები, კატარი და გაერთიანებული სამეფო), რომელიც გადაღებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ისტორიულ რეგიონში, სვანეთში მარიამ ხაჭვანის მიერ, რომელმაც მიიღო პრიზი ამ ღონისძიებაზე. გულწრფელად რომ ითქვას, APSA არის უნიკალური პრიზი კინოს მეშვეობით კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციისა და შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის. ამ კატეგორიაში განსაკუთრებული მოხსენიება ჟიურის მხრიდან გადაეცა ტბის ქალბატონს (Loktak Lairembee, ინდოეთი), რეჟისორი ჰაობამ პაბან კუმარი.
APSA-სა და იუნესკოს დამფუძნებელი პარტნიორობის პატივსაცემად, ცერემონიაზე გამოცხადდა, რომ დედეს ჩვენება მოხდება იუნესკოს პარიზის სათაო ოფისში, კულტურული მრავალფეროვნების დაცვისა და პოპულარიზაციის შესახებ 2005 წლის კონვენციის თაობაზე სამთავრობოთაშორისი კომიტეტის შეხვედრის დროს, სამშაბათს, 12 დეკემბერს, სადაც ფილმის შემქმნელები მოწვეულნი არიან მის წარსადგენად. ეს უკვე მეოთხე გამარჯვებაა ამ პრესტიჟულ კატეგორიაში, რომელსაც მოჰყვა ასეთი ჩვენება.
აგრეთვე, ფილმმა საქართველოდან „საშიში დედა“ (საქართველო, ესტონეთი) მიიღო APSA-ს ორი ჯილდო: ქალი მსახიობის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი გადაეცა ნატა მურვანიძეს და საერთაშორისო ჟიურის მიერ წარმოდგენილი ორი გრან-პრიდან ერთი მოიპოვა ანა ურუშაძემ, საშიში დედის გადაღებისთვის. ნატა და ანა ესწრებოდნენ პრიზების გადაცემის ცერემონიას.
APSA-ს საერთაშორისო ჟიურის პრეზიდენტმა, ოსკარსა® და BAFTA®-ზე ნომინირებულმა მონტაჟის რეჟისორმა, ACE ASE წევრმა ჯილ ბილკოკმა თქვა: „ხუთი ქვეყნიდან წარმოდგენილი ჟიური კინოს საშუალებით გაეცნო მრავალფეროვან საზოგადოებებს და მათ მიეცათ პრივილეგია რათა ზიარებოდნენ მათ პირად ამბებს, ისტორიასა და ტრადიციებს. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ძლიერი ქალი პერსონაჟების ამსახველი ისტორიების განვითარებამ და ასევე ნამდვილად ნიჭიერი ქალი რეჟისორების გამოჩენამ. მთლიანობაში აზიის წყნარი ოკეანის რეგიონი გვაწვდის განსაკუთრებულ ისტორიებს და ძალიან ორიგინალურ ნიჭს.“
ბრიზბენის ლორდ-მერმა გრეჰემ ქვირქმა თქვა: „აზიის წყნარი ოკეანის ქვეყნების კინოკონკურსზე გამარჯვება არის უდიდესი მიღწევა და ქალაქ ბრიზბენის სახელით, მე მსურს მივულოცო გამარჯვებულს და გადავუხადო მადლობა მათი ექსტრაორდინალური ისტორიების გაზიარებისათვის. ბრიზბენს აქვს პატივი რომ გახდეს ამ მოგზაურობის ნაწილი და აღფრთოვანებულია კულტურული ნიშნით ასე მდიდარი რეგიონის წარმომადგენელ ჩვენს მეზობლებთან კავშირის გაძლიერებით.“
ცერემონიის დროს, მოუშენ ფიქჩერსის ასოციაციამ (MPA) გამოაცხადა MPA APSA აკადემიის ფილმების ფონდის, მერვე რაუნდის გრანტის ოთხი მიმღები. ფონდი შექმნილია რათა მხარი დაუჭიროს APSA-ს აკადემიის წევრებისა და მათი კოლეგების მიერ აზიის წყნარი ოკეანის რეგიონში წარმოდგენილ ახალი ფილმების პროექტებს სცენარის დაწერის ეტაპზე. ფონდი ყოველწლიურად გასცემს განვითარებისთვის 4 გრანტს 25,000აშშ დოლარის ოდენობით და სრულად არის მხარდაჭერილი MPA-ის მიერ. დღემდე დაფინანსებულია 32 პროექტი, რომელთა უმრავლესობის წარმოება უკვე დაწყებულია და წარმატებას აღწევენ ფილმების ფესტივალებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
2017 წელს MPA APSA ფილმების ფონდის ოთხი პრიზიორიდან ერთ-ერთია ვლადიმერ კაჭარავა (საქართველო) ფილმისთვის ნენე.
APSA-ის შესახებ
აზიის წყნარი ოკეანის კინო დაჯილდოებას, რომელიც ტარდება ბრიზბენში, მხარს უჭერს ბრიზბენის ქალაქის საბჭო და ის იმართება მისი ეკონომიკური განვითარების კომისიის, ბრიზბენ მარკეტინგის მიერ. APSA-ს აქვს პრივილეგია, რომ ქონდეს უნიკალური თანამშრომლობა პარიზში მდებარე იუნესკოს ოფისთან და FIAPF-ფილმის მწარმოებელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციასთან, აღიაროს და ხელი შეუწყოს კინო ოსტატობასა და კულტურულ მრავალფეროვნებას მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდ ფილმების რეგიონში, რომელიც მოიცავს 70 ქვეყანასა და ტერიტორიას, 4.5 მილიარდ ადამიანს და პასუხისმგებელია ნახევარი მსოფლიოს ფილმების პროდუქციაზე.
APSA და მისი აკადემია თანამშრომლობს იუნესკოს, FIAPF, ევროპის ფილმების აკადემიის, მოუშენ ფიქჩერსის ასოციაციასთან, NETPAC-თან (აზიური კინოს პოპულარიზაციის ქსელი), აზიის წყნარი ოკეანის ქვეყნების კინოგადაღების ლაბორატორიასა და გრიფიტის ფილმების სკოლასთან.